მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

31 ახალი სახანძრო ავტომანქანა რეგიონებში გადანაწილდება

31 ახალი სახანძრო ავტომანქანა რეგიონებში გადანაწილდება

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების “ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციელდება.

სახანძრო მანქანები, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის არის შექმნილი, ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება.

ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები განკუთვნილია ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ყველა შესაბამისი თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია.

კომენტარები