ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა პროტესტს თბილისში აგრძელებს. ისინი აქციას პარლამენტთან გამართავენ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
შუქრუთში პროტესტი 180 დღეზე მეტია, გრძელდება, კვირაზე მეტია, რაც შუქრუთის ხუთმა მცხოვრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა, 6 ადგილობრივი კი შიმშილობს.
შუქრუთელები საკანონმდებლო ორგანოსთან 11 სექტემბერს, 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
“დავაანონსეთ ერთკვირიანი ვადა, რომ ამ დროის მანძილზე ჩართული ყოფილიყო, ამ პრობლემების მოგვარებაში ცენტრალური ხელისუფლება კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ არავის რეაგირება არ ჰქონია. და ამის შემდეგ იძულებულები გავხდით მიგვემართა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის, ხუთმა ადამიანმა ამოიკერა პირი, უკვე მერვე დღეა, შიმშილობის”, – აცხადებს გიორგი ნეფარიძე.
შუქრუთის მოსახლეობა კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციას მოითხოვს. პროტესტში ჩართვის გამო შპს “მაღაროელმა” 3 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
კომენტარები