საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში ტირანაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.
“აირ ალბანია არენაზე“ გამართულ თამაშში გამარჯვების გოლი 71-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა – ორ ფეხბურთელს გასცდა და საჯარიმოს გარედან შესანიშნავი გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გაზრდა 87-ე წუთზე შეეძლო, ზურიკო დავითაშვილის დარტყმული ბურთი ალბანელთა მეკარემ მოიგერია, 90-ე წუთზე კი მან თავისი გუნდი გიორგი ჩაკვეტაძის დარტყმის შემდეგ გადაარჩინა.
საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. 11 ოქტომბერს ჩვენი გუნდი უკრაინას პოლონეთში შეხვდება.
კომენტარები