მთავრობა გელათის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს ზრდის. 9 სექტემბრით დათარიღებულ განკარგულებაში წერია, რომ 18 მარტის განკარგულებაში ცვლილებები შევიდა და ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” კულტურის და სპორტის სამინისტროს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უნდა გამოუყოს 11,5 მლნ ლარი.
განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
ოპოზიციასა და მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ამ დრომდე დახარჯულმა თანხებმა შედეგი ვერ გამოიღო. სპეციალისტების თქმით, პრობლემა არა ფინანსებში, არამედ კვალიფიკაციაშია.
“2015 წლის შემდეგ, რაც მიმდინარეობს ბოლო ეპიზოდი ამ რეაბილიტაციისა ე.წ-ის, დახარჯულია მილიონობით ლარი და ეს ყველამ იცის, ხელისუფლების ყველა წევრის ჩათვლით და ვიცით, რომ მიმდინარეობს მხოლოდ ფორმალური გამოძიება და არანაირი შედეგი ამ გამოძიებას არ ჰქონია. რაც შეეხება ამ ბოლო ტრანშს, მისი ბედიც და მიზნობრიობაც უცნობი იქნება მანამ, სანამ კვალიფიკაცია არ შევა კომპონენტად ამ საქმეში”, – აცხადებს “ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი.
კომენტარები