მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ნუ გვინგრევთ სახლებს, ნუ გვაქცევთ ლტოლვილებად!” – შუქრუთელების პროტესტი პარლამენტთან გრძელდება

“ნუ გვინგრევთ სახლებს, ნუ გვაქცევთ ლტოლვილებად!” – შუქრუთელების პროტესტი პარლამენტთან გრძელდება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა უწყვეტ პროტესტს პარლამენტთან აგრძელებს.

სოფლის მცხოვრებლებმა საკანონმდებლო ორგანოსთან 11 სექტემბერს გადმოინაცვლეს. პროტესტის რამდენიმე მონაწილე მე-12 დღეა, შიმშილობს, რის გამოც მათთვის სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.

5 ადგილობრივს კი მე-11 დღეა, პირი აქვს ამოკერილი.

ამასთან, პოლიციამ მათ პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცა.

შუქრუთელები პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას მოითხოვენ.

შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი 184 დღეა, გრძელდება. ისინი კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციას მოითხოვს. პროტესტში ჩართვის გამო შპს “მაღაროელმა” 3 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

კომენტარები