მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ზაზა ლომინაძე – თვითონ უნდა გაგვცეს პასუხი, რატომ გვასანქცირებს

ზაზა ლომინაძე – თვითონ უნდა გაგვცეს პასუხი, რატომ გვასანქცირებს

გამჭვირვალობის, ქვეყნისა და პარლამენტარების წინააღმდეგ ასეთი სახით გალაშქრება არასწორია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ქუთაისის დელეგატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ განაცხადა.

“სია არც ადრე გაჟღერდა, არც ახლა, არც მეილზე არაფერი მომსვლია. დარწმუნებული ვარ, პრობლემა არ შეგვექმნება თუ დაგვჭირდება. ჩემთვის ეგ არაფერს პრობლემას არ წარმოადგენს, ძალიან ცუდია თუ გვასანქცირებენ. გამჭვირვალობის, ქვეყნისა და პარლამენტარების წინააღმდეგ ასეთი სახით გალაშქრება არასწორია, აშშ-მა თვითონ უნდა გაგვცეს პასუხი, რატომ გვასანქცირებს.

ჩვენ არ ვუთხრით დემოკრატიას ძირს, დემოკრატია არის ნიმუში იმისა თუ როგორ ვდგავართ ახლა და ვსაუბრობთ. მე ბევრჯერ ვყოფილვარ ამერიკაში და მოქმედი ვიზაც მაქვს, როგორც იცით, ექიმი ვარ და ამერიკაში საერთაშორისო კონგრესებზე მიწვევდნენ საქართველოს სახელით. კონგრესი ამერიკაში გაიმართება, კანადაში, ქუთაისში თუ თბილისში, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთში არ ვყოფილვარ 1990 წლის შემდეგ“, – განაცხადა ლომინაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქციები შეეხოთ მათ შორის პარლამენტის წევრებს და ბიზნესმენებს. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, “ალტ-ინფოს” ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

კომენტარები