მთავარიახალი ამბებისპორტი

“ტორპედომ” “გაგრა” 3:0 დაამარცხა

“ტორპედომ” “გაგრა” 3:0 დაამარცხა

ქუთაისის “ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში „გაგრასთან“ დამაჯერებლად ითამაშა, 3:0 გაიმარჯვა და ჩემპიონატის ლიდერს ისევ დაეწია.

სტივ კინის გუნდმა მცირე ჩავარდნა დაძლია და ლიგის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქესთან გამარჯვებას 10-წუთიან მონაკვეთში მოპოვებული სოლიდური უპირატესობის ხარჯზე მიაღწია.

ანგარიში ქუთაისელთა ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ ტაიმის ბოლო წამებზე (45+2) გახსნა. დაიწყო მეორე ტაიმი და ელიტონ ჟუნიორმაც (47) გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში ბიორნ იონსენმა (55) დააფიქსირა, რომელიც ლიგაში 16 გოლით ერთპიროვნული ბომბარდირია.

ქუთაისის „ტორპედოს“ ეროვნულ ლიგაში გამართული 35 ტურის შემდეგ 51 ქულა აქვს და ლიდერ გორის „დილას“ (51) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. რაც შეეხება „გაგრას“ (24), მე-9 პოზიციაზეა და გავარდნის საფრთხის წინაშე დგას.

კომენტარები