ქუთაისში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთმა” კომპიუტერი გადასცა.
ახალი ამბების სააგენტოს აღნიშნული კომპიუტერი პოლიტიკოსმა გადასცა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
“ძალიან გახარებული ვარ, 4 შვილი მყავს და ძალიან სჭირდებოდათ კომპიუტერი, დიდი მადლობა მას, ვინც ეს საჩუქარი მოგვცა. ასევე მადლობა “ინფო იმერეთს”, – აცხადებს ნინო მაღლაფერიძე.
კომენტარები