მთავარიახალი ამბებისპორტი

“ტორპედომ” “სამგურალი” 1:0 დაამარცხა

“ტორპედომ” “სამგურალი” 1:0 დაამარცხა

ქუთაისის “ტორპედომ” წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:0 გაიმარჯვა.

მე-16 წუთზე “ტორპედო” კაცნაკლული დარჩა – გუნდის კაპიტანი მერაბ გიგაური უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს.

მეორე ნახევარში, 77-ზე წუთზე ბიორნ იონსენმა პენალტი ზუსტად შეასრულა და 1:0 მატჩის საბოლოო ანგარიში აღმოჩნდა.

ქუთაისური კლუბი 54 ქულით ამჟამად “კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” ლიდერია, თუმცა “დილას” ჯერ ამ ტურში არ უთამაშია. გორელებს 51 ქულა აქვთ და ხვალ ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებენ.

რაც შეეხება “სამგურალს”, კლუბი 31 ქულით სატურნირო ცხრილის შუაშია, მე-5 ადგილზე იმყოფება.

კომენტარები