მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ყაჩაღობა ბაღდათში – ავტომატებით შეიარაღებული, ნიღბიანი პირებს ოჯახს თანხასა და ძვირფას ნივთებს სთხოვდნენ

ყაჩაღობა ბაღდათში – ავტომატებით შეიარაღებული, ნიღბიანი პირებს ოჯახს თანხასა და ძვირფას ნივთებს სთხოვდნენ

ყაჩაღობა იმერეთში – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული პირები სანიკიანების ოჯახში შევიდნენ და თანხასა და ძვირფას ნივთებს ითხოვდნენ.

ამ დრომდე დაუდგენელი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ სახლში მყოფებს, რის გამოც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, შუახნის მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული.

ოჯახი დეტალებზე არ საუბრობს, მეზობლების ინფორმაციით კი, სანიკიანების ოჯახში სამი ნიღბიანი შეიჭრა. დაზუსტებით უცნობია, რისი წაღება მოახერხეს ნიღბიანებმა.

სოფელში საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა შეიარაღებულ თავდამსხმელებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 179-ე  მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები