2024 წლის საქართველოს სუპერთასის მფლობელი ისევ “ქუთაისი 2010” გახდა.
“ქუთაისი 2010-ისა” და “თსუს” შორის დაძაბული მატჩი დღეს, “თბილისი არენაზე” გაიმართა, რომელიც ქუთაისის მოგებით – 86-68 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ოთხიდან ოთხივე თამაში მოუგო ქუთაისმა “თსუს”, აქედან ორჯერ ჩემპიონატში და ორჯერ დუდუ დადიანის მემორიალზე.
“ქუთაისი 2010” მეოთხედ იგებს სუპერთასს, ხოლო კოტე ტუღუშისთვის ეს მეხუთე მოგებაა.
კომენტარები