მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ზვიად შალამბერიძემ ქალთა ორგანიზაციის წევრებთან ერთად ზესტაფონში შეხვედრა გამართა

ზვიად შალამბერიძემ ქალთა ორგანიზაციის წევრებთან ერთად ზესტაფონში შეხვედრა გამართა

“ქართული ოცნების” ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის დელეგატმა ზვიად შალამბერიძემ, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან და “ქართული ოცნების“ ქუთაისისა და ზესტაფონის ქალთა ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ზესტაფონში შეხვედრა გამართა, რომელსაც ზესტაფონის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატობის კანდიდატი ესწრებოდნენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატმა მადლობა გადაუხადა ქალთა ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას და გენდერულ ბალანსს, ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქალების როლი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებაში გადამწყვეტია, თითოეული ქალი თავისი საქმიანობით აძლიერებს ქვეყანას.

მისივე ცნობით, ზვიად შალამბერიძემ შეხვედრა პრეზენტაციით დაასრულა, სადაც ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები წარადგინა და ისაუბრა მომავალ გამოწვევებზე. ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებზე, საზოგადოების მხარდაჭერით, ამ გამოწვევების დაძლევას შეძლებს და ჯეროვან გამარჯვებას იზეიმებს.

კომენტარები