ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს მგზავრები გულგრილობაში ადანაშაულებენ.
სოციალური ქსელის მომხმარებელი გუშინ მომხდარ კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, როდესაც მძღოლმა მცირეწლოვან ბავშვს ტრანსპორტის კარი დაუკეტა და არ შეუშვა.
“გუშინ, საღამოს 7 საათი ხდებოდა 5 ნომერი ავტობუსი წითელ ხიდზე გიჟივით, რომ გამოქანდა და პატარა ბიჭი დატოვა ქუჩაში. რა პასუხს სცემს მის მშობელს, ამ ღამეს რომ ქუჩაში ტოვებს. 10-მა ადამიანმა მაინც უთხრა ბავშვი მოსდევს ტრანსპორტს გააჩერეო და არ გააჩერა, მეჩქარებაო თქვა და კარი სასწრაფოდ დახურა. აბა რისთვის მუშაობს ხალხს თუ არ მოემსახურა და ღამე ქუჩაში თუ დატოვა ადამიანი. ბავშვი გამოეკიდა, უბრახუნებდა და მაინც არ გაუჩერა. ზოგადად ნერვოპათალოგის ცნობა მოსთხოვეთ და ისე ამუშავეთ მძღოლები”, – წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი.
კომენტარები