ქუთაისში უცნობმა პირმა მაღაზიიდან თანხა გაიტაცა. ამ დრომდე დაუდგენელი პირი, თამარ მეფის ქუჩაზე, მაღაზია “ნიკორას” ფილიალში შეიჭრა.
ქსელური მარკეტის თანამშრომლები იხსენებენ, რომ უცნობმა პირმა სალაროს თარო, სადაც თანხა იყო მთლიანად გაიტაცა.
“წაღებულია 220 ლარი, სალაროს უჯრა მთლიანად წაიღო, ნიღაბი ეკეთა თუ არა ვერ დავინახე, ისე დავიბენი. კაპიუშონი ჰქონდა თავზე წამოფარებული”, – აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო.
კომენტარები