საქართველოს სუპერლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში, გურჯაანის “დელტამ” “ქუთაისს” უმასპინძლა და 73:78 დამარცხდა.
შეხვედრის მეორე მეოთხედში იმერლებმა საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა გურჯაანელებმა მობილიზება შეძლეს და მეოთხე მეოთხედის სტარტზე უკვე 2 ქულით იგებდნენ. საბოლოო მოქმედმა ჩემპიონმა “ქუთაისმა” 5 ქულით იმარჯვა.
ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გიორგი კორსანტია იყო. “ქუთაისის” და ეროვნული ნაკრების მძიმე ფორვარდმა 25 ქულა აიღო და ბურთი 14-ჯერ მოხსნა.
კომენტარები