მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს

ირაკლი კობახიძე – ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს

შეიძლება ვიღაც იყოს გაღიზიანებული იმით, რომ 2020 წელს ქართველმა ხალხმა არ აირჩია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამოც, რომ 2024 წელს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უარს. მაგრამ ყველა ამ გაღიზიანების მიუხედავად, ქართველი ხალხის არჩევანს უნდა სცეს სათანადო პატივი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხსა და მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას შორის ტოლობის ნიშანი არსებობს.

„ხალხს ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, რაც მათ შორის აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. შესაბამისად ტოლობის ნიშანი არსებობს ხალხსა და მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას შორის. ეს ტოლობის ნიშანი დარჩება ძალაში, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში შედგება კიდევ ერი საპარლამენტო არჩევნები, მას შემდეგ რაც მეცხრედ დამარცხდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად, ურთიერთობები გადაიტვირთება ევროკავშირსა და იმ ხელისუფლებას შორის, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოადგენს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ არჩევანს. შესაბამისად ტოლობის ნიშნის მოშლის მცდელობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის არის ისეთი ე.წ. ნარატივი, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ პრაქტიკას.

ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. შეიძლება ვიღაც იყოს გაღიზიანებული იმით, რომ 2020 წელს ქართველმა ხალხმა არ აირჩია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამოც, რომ 2024 წელს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უარს. მაგრამ ყველა ამ გაღიზიანების მიუხედავად, ქართველი ხალხის არჩევანს უნდა სცეს სათანადო პატივი. გაღიზიანებული ვინც არის, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები