მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ქუთაისში 21 წლამდე ნაკრები დღეს ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება

ქუთაისში 21 წლამდე ნაკრები დღეს ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება

15 ოქტომბერს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ეს ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაა და მოგების შემთხვევაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ექნება.

რამაზ სვანაძის გუნდმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ცნობილი გახდა, რომ ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო მატჩს თბილისის „იბერიის“ ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი გამოტოვებს.

შვედეთმა ბოლო ტურის შეხვედრა ჯგუფის ლიდერთან, ნიდერლანდების ნაკრებთან 0:3 წააგო და შესარჩევი ტურნირი 17 ქულით ამ დროისთვის მეორე ადგილზე დაასრულა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 16 ქულით მესამე პოზიციაზეა და ბალკანელებთან მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ითამაშებს.

მატჩზე დასწრების მსურველებს ბილეთის შეძენა თამაშის დღესაც შეეძლებათ – რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სალარო მატჩის დღეს დილის 10:00 საათიდან იმუშავებს. სტადიონის კარი მატჩამდე ორი საათით ადრე, 18:00 საათზე გაიღება.

კომენტარები