მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“გელათის თავს რაც ხდება, არის კლასიკური მაგალითი “ქართული ოცნების” ბოროტების და უპასუხისმგებლობის”

“გელათის თავს რაც ხდება, არის კლასიკური მაგალითი “ქართული ოცნების” ბოროტების და უპასუხისმგებლობის”

“გელათისნაირი ძეგლის მოვლა-პატრონობა არის სახელმწიფოს პირველადი დანიშნულება, ამიტომ პასუხისმგებლობის მოხსნა, რომ რაიმე მოხდება და ხელი გაიშვირო, არის კატასტროფა და უსისხლძარღვო უსინდისობა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილს გელათი თუ არ აინტერესებს, თავისმა ფულმა მაინც უნდა დააინტერესოს.

“გელათის თავს რაც ხდება, არის კლასიკური მაგალითი “ქართული ოცნების” ბოროტების და უპასუხისმგებლობის. ჩვენ ვნახეთ, რომ თავიდან დახარჯეს ფული, ვითომ რესტავრაცია გააკეთეს, სინამდვილეში, ყველაფერი არასწორად გააკეთეს. სხვათა შორის ივანიშვილსაც აქვს თავისი პირადი ფული დახარჯული და გელათი თუ არ აინტერესებს, ჩვენი ისტორია თუ არ აინტერესებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგული ფული თუ არ აინტერესებს ამ კაცს მარტო თავისი ფული აინტერესებს და ეგ მაინც მოიკითხოს. გელათისნაირი ძეგლის მოვლა-პატრონობა არის სახელმწიფოს პირველადი დანიშნულება, ამიტომ პასუხისმგებლობის მოხსნა, რომ მერე რამე მოხდეს, რომ ხელი გაიშვირო, ეს არის კატასტროფა და უსისხლძარღვო უსინდისობა”, – განაცხადა უგულავამ.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, გელათის თავს, რაც ხდება არის კლასიკური მაგალითი “ქართული ოცნების” ბოროტებისა.

ხატია დეკანოიძე და გიგი უგულავა მოწამეთაში სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ.

კომენტარები