გელათის განადგურებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ივანიშვილს და წულუკიანს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” საუბრობს ტრადიციებზე და ანადგურებს გელათს.
“გელათი არის ის ადგილი, რომლის განადგურებაზე და ამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგდებაზე ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას, ივანიშვილს, წულუკიანს და ამაზე მე ძალიან მძიმე საუბარი მქონდა მასთან, იგივე, საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ჩვენ გავიხსენოთ, რომ ესენი არიან ადამიანები და ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც საუბრობს ტრადიციებზე და ამ დროს აფეთქებს საყდრისს.
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საუბრობენ საქართველოს ღირსებაზე, ღირებულებებზე და ამ დროს, გელათს ანადგურებენ, იმ ადგილს, რომელიც არის გული საქართველოსი, ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის მიმართულება, რაც გულისხმობს ასევე გადარჩენას გელათის, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს ესენი აუცილებლად გავისტუმროთ ხელისუფლებიდან”, – განაცხადა დეკანოიძემ.
კომენტარები