ქუთაისში ბავშვთა გასართობ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ორახელაშვილის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა და შენობის დიდი ნაწილი დაიწვა.
შემთხვევის დროს ადგილზე ერთი ადამიანი იყო, რომელმაც მსუბუქი დამწვრობა მიიღო.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
კომენტარები