მთავარიახალი ამბებისლაიდი

პირველად ისტორიაში – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეი-ოფში ითამაშებს

პირველად ისტორიაში – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეი-ოფში ითამაშებს

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ევრო 2025-ის პლეი-ოფში ითამაშებს.

რამაზ სვანაძის შეგირდებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი ქუთაისში გამართაეს და ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში მაკედონიელებმა გახსნეს, თუმცა ჩვენმა გუნდმა დაწინაურება მაინც მოახერხა. 61-ე წუთზე ანგარიში გორდეზიანმა გაათანაბრა, ათ წუთში კი ლომინაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა 19 ქულა დააგროვა, შვედეთს გადაასწრო (17) და მეორე ადგილზე გასვლით ევრო 2025-ის პლეიოფში თამაში გაინაღდა.

კომენტარები