მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ბანერი დააზიანეს

ქუთაისში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ბანერი დააზიანეს

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ფასადზე ოპოზიციური პარტიის ბანერი ბასრი საგნით დასერეს.

“ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობაში” დარწმუნებული არიან, რომ ფაქტი “ქართული ოცნების” დაკვეთით მოხდა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მსგავსი მეთოდებით მათი წევრების და მხარდამჭერების დაშინება ვერ მოხდება.

დაზიანებული ბანერი შტაბის წევრებმა წებოვანი ლენტით აღადგინეს.

ცნობისთვის, გუშინ, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ფასადს საღებავი შეასხეს.

კომენტარები