მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ადგილობრივები ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სტადიონის მოწესრიგებას ითხოვენ

ადგილობრივები ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სტადიონის მოწესრიგებას ითხოვენ

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებული სტადიონი მოუვლელია.

სტადიონის გარშემო არსებული რკინის ბადეები დაზიანებულია, ტერიტორია კი ნარჩენებით არის სავსე.

ადგილობრივები სათამაშო სივრცის კეთილმოწყობას ითხოვენ.

“ნიკეაზე არსებულ სტადიონებს იქნებ მიაქციოს ვინმემ ყურადღება. სანაგაოდ არის ქცეული და ნორმალური ბადეები მაინც გაუკეთდეს სტადიონს. ბავშვები ბურთებს ეზოებში რომ დაეძებენ”, – წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი.

კომენტარები