მთავარიახალი ამბებიიმერეთი

18 897 ამომრჩეველი და 37 საარჩევნო უბანი – ხარაგაული არჩევნებისთვის ემზადება 

18 897 ამომრჩეველი და 37 საარჩევნო უბანი – ხარაგაული არჩევნებისთვის ემზადება 

ხარაგაულში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, 18 897 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ  გია ცისკაძემ “ინფო იმერეთს” განუცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 37 საარჩევნო უბანი იმოქმედებს.

“18 უბანი ელექტრონული იქნება, 19 უბანზე კი არჩევნები ტრადიციული მეთოდით ჩატარდება. სულ გვყავს 18 897 ამომრჩეველი”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” გია ცისკაძემ.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” არჩევნებამდე ყოველდღე რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტზე გიამბობთ და მოგიყვებით, სად რამდენი ამომრჩეველია და როგორი წესით ჩატარდება არჩევნები.

კომენტარები