მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არ ფლობს არც პასპორტს და არც პირადობის მოწმობას

საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არ ფლობს არც პასპორტს და არც პირადობის მოწმობას

საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არ ფლობს არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობას და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას, – ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაავრცელა.

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით აქტიურ პირადობის ელექტრონულ მოწმობას საქართველოს 3 345 274 მოქალაქე ფლობს. მათგან არასრულწლოვანია 141 572, ხოლო სრულწლოვანი 3 203 702.

იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელიც მხოლოდ პასპორტს ფლობენ 458 234-ია. მათგან არასრულწლოვანია 164 371, ხოლო სრულწლოვანი 293 863.

საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც არ ფლობენ არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობას და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას 882 052-ია. მათ შორის არასრულწლოვანია 682 943, სრულწლოვანი 199 109.

კომენტარები