მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

31 848 ამომრჩეველი და 30 საარჩევნო უბანი – მზადება არჩევნებისთვის თერჯოლაში

31 848 ამომრჩეველი და 30 საარჩევნო უბანი – მზადება არჩევნებისთვის  თერჯოლაში

თერჯოლაში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, 31 848 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

როგორც თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნაზი სირაძემ “ინფო იმერეთს” განუცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 30 საარჩევნო უბანი იმოქმედებს.

“24 უბანი ელექტრონული იქნება, 6 უბანზე კი არჩევნები ტრადიციული მეთოდით ჩატარდება. 12 სექტემბრის მონაცემებით, გვყავს 31 848 ამომრჩეველი”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” ნაზი სირაძემ.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” არჩევნებამდე ყოველდღე რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტზე გიამბობთ და მოგიყვებით, სად რამდენი ამომრჩეველია და როგორი წესით ჩატარდება არჩევნები.

კომენტარები