მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები” – სალომე ზურაბიშვილი ევროპულ მარშს უერთდება

“მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები” – სალომე ზურაბიშვილი ევროპულ მარშს უერთდება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 4 ძირითადი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა, მისი ერთგული რჩება.

“ვარ ძალიან კმაყოფილი, ბედნიერი და იმედიანი – ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება, ერთსულოვნება რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობისთვის იმით, რომ ის 4 მთავარი პარტია, იმიტომ რომ სხვებმაც ხელი მოაწერეს ქართულ ქარტიას და არასდროს მინდა დავივიწყო ისინიც, ის 4 მთავარი პარტია, რჩება სრულიად ერთგული ქარტიისა ანუ იმ სამოქმედო გეგმის, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს არ უნდა ეშინოდეთ არც ხვალ, მარშზე გამოსვლის და არც ერთ კვირაში არჩევნებზე მისვლის.

“მე ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრი, მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს არის ძალიან დიდი დღე იმიტომ, რომ ჩვენი სტაბილურობაც არის ამაზე დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ მშვიდად გავიდეს ხალხი და აჩვენოს თავის ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. მე დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება, ჩვენ დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, პოლარიზაციას, ერთმანეთის სიძულვილს.

არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის, არც ერთ კვირაში, სადაც გადაწყდება ჩვენი მომავალი და მე სადაც ვარ აქა ვარ, ხვალ თქვენთან ვიქნები და იქაც თქვენ ვიქნები და ეს ქარტია, რომელიც ერთად შევქმენით, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რომელსაც ჰქვია ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი საქართველო”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ხვალ თბილისში ევროპული მარში გაიმართება.

კომენტარები