თბილისში დაგეგმილ ფართომასშტაბიან ევროპულ მარშს რეგიონებიდანაც უერთდებიან.
ქუთაისში, სპორტის სასახლეში რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც დედაქალაქისკენ უკვე გაემართნენ.
აქციის მონაწილეები იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტიდან თბილისისკენ უკვე დაიძრნენ.
საყოველთაო მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” დღეს, 17:00 საათზე დაიწყება.
17:00 საათიდან მარშის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედნიდან, გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, 300 არაგველის ობელისკიდან [ორთაჭალა] , ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთიდან [მთაწმინდა], მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრებიან და იქ 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ – ჯგუფი “ყველა”, “ლაუდსფიქერსი”, ნიაზ დიასამიძე, “გამოუვალი მდგომარეობა”, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი “ინსაითი” და ნიკოლოზ რაჭველი.
კომენტარები