მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

23 356 ამომრჩეველი, 24 უბანი – მზადება არჩევნებისთვის ვანში

23 356 ამომრჩეველი, 24 უბანი – მზადება არჩევნებისთვის ვანში

ვანში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 23 356 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

როგორც ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზაზა გიორგაძემ “ინფო იმერეთს” განუცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 24 საარჩევნო უბანი იმოქმედებს.

“24 უბანი იქნება, აქედან 21 ელექტრონული, 3 უბანზე კი არჩევნები ტრადიციული მეთოდით ჩატარდება. გვყავს 23 356 ამომრჩეველი”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” გიორგაძემ.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” არჩევნებამდე ყოველდღე რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტზე გიამბობთ და მოგიყვებით, სად რამდენი ამომრჩეველია და როგორი წესით ჩატარდება არჩევნები.

კომენტარები