მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დატბორილი ეზოები და სადარბაზოები – სამტრედიაში რამდენიმედღიანმა წვიმამ პრობლემები შექმნა

დატბორილი ეზოები და სადარბაზოები – სამტრედიაში რამდენიმედღიანმა წვიმამ პრობლემები შექმნა

სამტრედიაში რამდენიმედღიანმა წვიმამ პრობლემები შექმნა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილი დაიტბორა.

განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა რკინიგზელთა, ე.წ. “ნახალოვკის” დასახელება.

მოსახლეობის თქმით, დატბორილია ეზოები, კორპუსების სადარბაზოები და მიმდებარე ტერიტორიები.

ადგილობრივების თქმით, წლებია, მერიას დახმარებას სთხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

იმერეთის რეგიონში რამდენიმე დღეა, წვიმს. სინოპტიკოსები გამოდარებას ხვალიდან ვარაუდობენ.

კომენტარები