ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ქალაქის მერიის წინ მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავიდა და ბოძს შეეჯახა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიციაა მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
კომენტარები