მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“გამოვრციხავ ყველაფერს გარდა ევროპული ძალებისა და ევროპული საქართველოს გამარჯვებისა”

“გამოვრციხავ ყველაფერს გარდა ევროპული ძალებისა და ევროპული საქართველოს გამარჯვებისა”

მე შევასრულებ იმავე როლს, რასაც აქამდე ვასრულებდი. მთავარი ბერკეტი, რაც არსებობს, არის ხალხი და ხალხის ის ნება, რომელიც გამოიხატება ამ არჩევნებზე. არჩევანის არგაკეთება არის საკუთარი და შემდეგი თაობის მომავალზე უარის თქმა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სტაბილურობის გარანტი არჩევნების შედეგები იქნება.

“მე შევასრულებ იმავე როლს, რასაც აქამდე ვასრულებდი. მთავარი ბერკეტი, რაც არსებობს, არის ხალხი და ხალხის ის ნება, რომელიც გამოიხატება ამ არჩევნებზე. მერე ყველაფერი მოჰყვება ამას, რაც საჭირო იქნება, ეს გამოცდილია საერთაშორისო დონეზე რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, მაგრამ დღეს ჯერ ხალხის ნება უნდა გამოიხატოს.

დღეს მთავარი არის არჩევნების შედეგი და ეს იქნება მთავარი გარანტია სტაბილურობისა და ყველას მომავლის. გამოვრიცხავ ყველაფერს, გარდა ევროპული ძალების და ევროპული საქართველოს გამარჯვებისა.

იყო ძალიან ბევრი შემთხვევა დაშინების, სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაციის. ის არჩევანი, რაც გასაკეთებელი გვაქვს, არის მომავლის არჩევანი. აუცილებელია არჩევნებზე მისვლა, ეს არის დემოკრატია. არჩევანის არგაკეთება არის საკუთარი და შემდეგი თაობის მომავალზე უარის თქმა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები