მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში 72 საარჩევნო უბანზე საკუთარ არჩევანს 152 506 ამომრჩეველი დააფიქსირებს

ქუთაისში 72 საარჩევნო უბანზე საკუთარ არჩევანს 152 506 ამომრჩეველი დააფიქსირებს

ქუთაისში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 152 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

როგორც ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლარინა ლალიაშვილმა “ინფო იმერეთს” განუცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 72 საარჩევნო უბანი იმოქმედებს, აქედან ერთი სპეცუბანია.

“71 უბანი ელექტრონული იქნება, 72-ე უბანი კი ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში გაიხსნება  და იქ არჩევნები ტრადიციული მეთოდით ჩატარდება. გვყავს 152 506 ამომრჩეველი”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” ლარინა ლალიაშვილმა.

კომენტარები