ქუთაისში 72-ვე უბანი უკვე გაიხსნა.
23-ე უბანზე ხმის მიცემა დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი ხმის მიმღები აპარატის ხარვეზი იყო.
ამ დროისთვის პრობლემა მოგვარებულია და ამომრჩევლები ხმის მიცემის პროცედურას ახორციელებენ.
სიტყვიერი კამათი იყო 57-ე საარჩევნო უბანზე. დამკვირვებლები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან აცხადებენ, რომ აღნიშნულ უბანზე მათ შეექმნათ პრობლემები და დაიწერა პირველი საჩივარიც. მათი თქმით, ინვენტარი ისეა განლაგებული, რომ სრულფასოვანი დაკვირვების შესაძლებლობას არ იძლევა.
“მოსვლისთანავე ვიკითხე, ჰქონდათ თუ არა უფლება დამკვირვებლებს დამდგარიყვნენ რეგისტრატორების უკან, რაზეც თავმჯდომარემ მიპასუხა, რომ შემეძლო დამეწერა საჩივარი და უკან ვერ დადგებოდნენ, რადგან კანონი ითხოვდა 3-მეტრიან დისტანციას. ასეთი მუხლი არ აქვთ კანონში, ვუთხარი კიდევაც, მივუთითე რომ ის იყო ქართული ოცნების პაიკი, რაზეც მივიღე ის, რომ ძალიან ცუდი სიტყვებით მოიხსენია თავმჯდომარემ ოპოზიცია”, აცხადებს დამკვირვებელი.
საბოლოოდ, დამკვირვებლებს მიეცათ რეგისტრატორების უკან მხარეს დგომისა და დაკვირვების უფლება.
კომენტარები