მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ამ არჩევნებით პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისგან

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ამ არჩევნებით პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისგან

არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი, ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს და იზრუნებს ქვეყანაზე, ან ირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას და რომელიც დღეს პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ, როგორმე, საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში.

“მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი, ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს და იზრუნებს ქვეყანაზე, ან ირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. თანაც, დღევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას თუ ჩვენ მოვახერხებთ და მას ავირჩევთ. მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას და რომელიც დღეს პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ, როგორმე, საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. ამას არ დასჭირდება დიდი დრო, ეს მოხდება მყისიერად და ჩვენ მივიღებთ ქვეყნის ნანგრევებს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისგან, სადაც არ იქნება ასეთი სიძულვილის ენა და პოლარიზაცია. ერთი ნაწილი პოლიტიკოსების ზრუნავს, რომ ქვეყანა სამშვიდობოზე გაიყვანოს, მეორე კი – ემსახურება უცხოურ ქვეყანას და ცდილობენ იმას, აკეთონ ის, რაც აინტერესებს უცხო ქვეყანას და ეს ინტერესი გამოიხატება იმ ომში, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.

კომენტარები