ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში უცნობმა პირმა ელექტრონული საარჩევნო ყუთები დაამტვრია.
23-ე საარჩევნო უბანზე უცნობი პირი შევიდა და ინვენტარი დააზიანა. დაძაბული ვითარების გამო, კომისიის თავმჯდომარე შეუძლოდ გახდა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.
უბნის პერიმეტრზე მობილიზებულია როგორც საპატრულო, ისე კრიმინალური პოლიციის ჯგუფი.
საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა დროებით შეჩერებული იყო, ამ ეტაპზე კი ხმის მიცემა ელექტრონული ვერსიის ნაცვლად, ტრადიციული მეთოდით – შემოხაზვით გრძელდება.
კომენტარები