ქუთაისში 17:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 68 871-მა ამომრჩეველმა გააკეთა.
59-ე საოლქო კომისიის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი რეგისტრირებული ამომრჩევლის 45%. გასული არჩევნებზე, ამ დროისთვის აქტივობა შედარებით დაბალი იყო და არჩევანი 60 000-მდე ამომრჩეველს ჰქონდა გაკეთებული.
ჯამში დაწერილია 23 საჩივარი, უმეტესობა პროცედურული ხასიათისაა.
ქუთაისში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 152 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
კომენტარები