მე მინდა დღეს ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ ამ არჩევნებს არ ვაღიარებ, ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის იგივე რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი რამ არის გამოსაკვლევი ამ არჩევნებთან დაკავშირებით.
“ჩვენ დავესწარით ძალიან უჩვეულო რაღაცას, ეს იყო ტოტალური გაყალბება. დღევანდელი ეს ტექნოლოგიები გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინათ გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ძალიან ბევრი რამ არის გამოსაკვლევი ამ არჩევნებთან დაკავშირებით.
მე მინდა დღეს ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ ამ არჩევნებს არ ვაღიარებ, ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის იგივე რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უომიათ ჩვენს წინაპრებს და არ შევეგუებით ამ ფაქტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, მან ხვალ, 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია დააანონსა.
“ოპოზიციასთან ერთად მინდა ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ჩვენ ერთად, ერთმანეთსაც გამოვუცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარები