მთავარიახალი ამბებისლაიდი

საია ყველა იმ უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა

საია ყველა იმ უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა” ასოციაციამ 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის [2263] შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

“საიას მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარების, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა ასებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.

ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბებისა და სისტემურობის გათვალისწინებით, საიამ ასევე მიმართა პროკურატურას ამ ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით

საიას სადამკვირვებლო მისიას ჯამში წარდგენილი აქვს 11 საჩივარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე. კენჭისყრის დღეს კი ორგანიზაციას დაფიქსირებული აქვს 589 დარღვევა.

კომენტარები