საქართველოს საკალათბურთო სუპერ ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში, თბილისის “რაშმა” მოქმედ ჩემპიონ “ქუთაისს” უმასპინძლა.
ქუთაისელებმა 104:94 გაიმარჯვეს.
ორივე გუნდიდან გამორჩეულები იყვნენ ლეგიონერები. ქუთაისელთა ამერიკელმა კალათბურთელმა მარკილ სმიტმა 35 ქულა მოიპოვა, ხოლო “რაშიდან” გამორჩეული ჯარეტ ჰენდერსონი იყო 30 ქულით.
4 ტურის შემდეგ “ქუთაისი” 3 მოგებით და 1 მარცხით მეორე ადგილზეა, ხოლო “რაში” ყველა წაგებით ბოლო ადგილზეა.
კომენტარები