მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან

თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დედაქალაქში ჩანიშნულ აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

ქუთაისიდან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად მიდიან.

ისინი ამბობენ, რომ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშინების, მოსყიდვის და ფარულობის დარღვევით ჩატარდა.

აქტივისტების თქმით, სამწუხაროდ, ბევრი დააშინეს და მოისყიდეს, მაგრამ ეს არ არის უმრავლესობა, უმრავლესობას სურს ევროპული მომავალი და ამიტომ ისინი დღეს უერთდებიან პროტესტს რუსთაველზე.

თბილისში საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები