მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მშვიდობა კარგია, მაგრამ სისუფთავეც გვინდა ქუთაისში”, – ანტისანიტარია წითელი ხიდის მიმდებარედ

“მშვიდობა კარგია, მაგრამ სისუფთავეც გვინდა ქუთაისში”, – ანტისანიტარია წითელი ხიდის მიმდებარედ

ქუთაისში მდინარე რიონის ფერდები დაბინძურებულია.

წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილია, ანტისანიტარიის კერად იქცა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები, ევროპის უძველეს ქალაქში ნარჩენებით დაბინძურებული მდინარის ფერდებს  უღებენ ფოტოებს.

“საშინელი ანტისანიტარიაა, აქ გაიხედავ და ჩამონგრეული რიონისპირა სახლებია, იქით გაიხედავ დაბინძურებული მდინარე რიონის ფერდები. პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევი, მაგრამ ამ ქალაქის მერს არ ერიდება, როცა მერიიდან რამდენიმე მეტრში ნაგავს მიაქვს ყველაფერი და იქით კიდევ, ამ სახლებს როდის წაიღებს მდინარე, არავინ იცის. მშვიდობა კარგია, მაგრამ  სისუფთავე და აღმშენებლობაც გვინდა”, – ამბობს ადგილობრივი ლილი მაისურაძე.

კომენტარები