ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებულმა ცოტნე თვარაძემ მერიის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
როგორც მისი ადვოკატი დავით ომსარაშვილი აცხადებს, თვარაძე მერიიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, ამიტომ სარჩელით გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.
მისივე თქმით, სარჩელი 18 ნოემბერს შეიტანეს და სასამართლოს საქმის წარმოებაში მიღებისთვის 5 დღის ვადა აქვს.
ცოტნე თვარაძე მერიაში, დიზაინერ-გრაფიკოსის პოზიციაზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. მას ხელშეკრულება ნოემბრის თვიდან აღარ გაუგრძელეს, როგორც თავად ამბობს, იმ მიზეზით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ხმა “ქართულ ოცნებას” არ მისცა. ის ასევე აქტიურად მონაწილეობდა ბალდის კანიონის პროტესტში.
ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.
კომენტარები