ქუთაისში 80-მდე ქუჩას და 13 100 ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება.
“ინფო იმერეთს” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, რომ წყლის მიწოდება დროებით შეზღუდული აქვს ქალაქმუზეუმის, მუხნარის, კახიანოურის და ბალახვანის ნაწილს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას წყლის მიწოდება 21 ნოემბრის 10:00 საათიდან შეუწყდა და 23:50 საათამდე აღუდგება.
კომენტარები