მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“საქართველოს მომავალი ევროპაშია” – ტყიბულში საპროტესტო აქცია გაიმართა

“საქართველოს მომავალი ევროპაშია” – ტყიბულში საპროტესტო აქცია გაიმართა

ტყიბულში ევროინტეგრაციის მომხრეების აქცია გაიმართა.

მუნიციპალიტეტის ცენტრში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით სხვადასხვა თაობის და პროფესიის ადამიანები გამოვიდნენ და ქვეყნის ევროინტეგრაცია მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.

28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დააყენოს.

“ოცნების” გადაწყვეტილებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

კომენტარები