მთავარიახალი ამბებისლაიდი

DMO იმერეთის ხელმძღვანელი – ღორები თეთრ ხიდზე მგონი სპეციალურად მიიყვანეს

DMO იმერეთის ხელმძღვანელი – ღორები თეთრ ხიდზე მგონი სპეციალურად მიიყვანეს

იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დირექტორის ტატო ლილუაშვილის ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრში, თეთრ ხიდზე ღორები შეგნებულად გაუშვეს.

მისი ინფორმაციით, ტურისტების თავშეყრის ადგილზე ღორები გამიზნულად გამოჩნდნენ.

“ღორები მგონი თეთრ ხიდზე სპეციალურად მოიყვანეს. კამერებიც ამოიღეს, იყო მავნებლური დამოკიდებულება”, – განაცხადა ლილუაშვილმა “მეგა ტვ”-ს ეთერში.

ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ღორები ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ შენიშნეს. ქალაქის ქუჩებში კი ადგილობრივები ხშირად ხედავენ ცხენების რემას, საქონლის ჯოგს და ღორების კოლტს.

კომენტარები