IPSOS-გლობალის კვლევის თანახმად, ქუთაისში, ოპოზიციის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს.
კითხვაზე – მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:
ხატია დეკანოიძე – 51,7%
იოსებ ხახალეიშვილი – 48,3%
კვლევა IPSOS-გლობალმა, “მთავარი არხის” დაკვეთით 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით ჩაატარა.
ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 3%-ია.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველ ტურში ხმების უმრავლესობა ხატია დეკანოიძემ მიიღო.
კომენტარები