ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბარგის შესანახი სივრცე გაიხსნა.
ტურისტსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს, რომ ბარგი დაცულ ადგილზე უსაფრთხოდ შეინახოს საშუალება ეძლევა, რომ ჭავჭავაძის #33-ში “lockers”-ს სივრცეში ნივთები მისთვის სასურველი დროით დატოვოს.
“lockers”-ის დამფუძნებლის დავით მანდარიას თქმით, ტურისტებს მოგზაურობისას ბარგის და ველოსიპედის შენახვაზე დისკომფორტი ექმნებათ, ისინი კი მზად არიან, რომ ვიზიტორების მოგზაურობა ქუთაისში იყოს კომფორტული და უსაფრთხო.
15 კგ ხელბარგი 5 ₾ ერთი დღე (24 საათი);
10 დღით შენახვა 10 %-იანი ფასდაკლება;
20 დღემდე შენახვა 20%-იანი ფასდაკლება;
30 დღემდე და მეტი 30 %-იანი ფასდაკლება;
15 კგ და ზემოთ დიდი ჩანთები 1 დღე 10 ლარი;
10 დღით 15 %-იანი ფასდაკლება;
20 დღით 25 %-იანი ფასდაკლება;
30 დღემდე და მეტი 40%-იანი ფასდაკლება;
კომენტარები