მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

NDI – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 34% არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 20% – “ქართულ ოცნებას”, 5% – “ნაციონალურ მოძრაობას”

NDI – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 34% არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 20% – “ქართულ ოცნებას”, 5% – “ნაციონალურ მოძრაობას”

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 34% არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 26%-მა არ იცის, 20% – “ქართულ ოცნებას“, 5% – “ნაციონალურ მოძრაობას“.

9% პასუხზე უარს აცხადებს, სხვა პარტიებს კი, ხმას ჯამში 6% მისცემდა.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდნენ.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, “პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება“.

აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია „CRRC – საქართველოს“ მიერ.

კომენტარები