ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდა მიმდინარეობს.
პროცესს გივი მიქანაძე გაეცნო, რომელმაც საგამოცდო სივრცე დაათვალიერა, რეგისტრაციის პროცესს გაეცნო და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში 1700-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.